დიდ ბრიტანეთში ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების პეტიციამ მილიონზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა

დიდ ბრიტანეთში ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე პეტიციას მილიონზე მეტი ხელმოწერა აქვს, – ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
დღეს დილით პეტიციას 500 ათასი ხელმოწერა ჰქონდა. პეტიციის ავტორების აზრით, ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომლის მიხედვით, თუ რეფერენდუმზე ამომრჩევლის აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო, ან ერთ-ერთი გადაწყვეტილების მომხრეთა რაოდენობა 60%-ზე ნაკლები იყო, ხელახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. დიდი ბრიტანეთის კანონებით, ქვეყნის პარლამენტმა ნებისმიერი პეტიცია უნდა განიხილოს, რომელმაც 100 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. მთავრობამ კი პასუხი უნდა გასცეს ყველა პეტიციას, რომელსაც 10 ათასზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები