თამაზ მეჭიაური: აბაზანაში ფეხი დამისხლტა და დავეცი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ლიტვაში ვიზიტის დროს მოწამლეს, უარყოფს და „კვირასთან“ ინციდენტის მიზეზებს განმარტავს.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მას აბაზანაში ფეხი დაუსხლტა და დაეცა, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო.
„გაავრცელეს ინფორმაციები, რომ მომწამლეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. დელეგაციაში ნატოს მომხრე დეპუტატები კი მყავდნენ, მაგრამ გულითაც რომ მინდოდეს, მათ ვერ დავაბრალებ იმას, რომ ჩემი მოწამლვა უნდოდათ. რეალობა იყო ის, რომ აბაზანაში ფეხი დამისხლტა და დავეცი, რის შედეგადაც დაზიანებები მივიღე. როცა სასწრაფო დახმარება მოვიდა და ექიმებმა გამსინჯეს, აღმოჩნდა, რომ მაღალი წნევა მქონდა, თუმცა ზუსტად არ ვიცი, მაღალმა წნევამ გამოიწვია წაქცევა, თუ დაცემის მერე ამიწია წნევამ. ჯერ ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ ვარ, თუმცა სილურჯეებმა ნაწილობრივ გადამიარა“,- აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები