ბათუმში პროექტის – „კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა ინსტიტუციებისა და მოწყვლადი თემების გასაძლიერებლად სამხრეთ კავკასიაში“ გახსნის ღონისძიება გაიმართა

ბათუმში, ევროკომისიის პროექტის „კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა ინსტიტუციებისა და მოწყვლადი თემების გასაძლიერებლად სამხრეთ კავკასიაში“ მეოთხე ფაზის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა.

რეგიონული ინიციატივა, რომელიც ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატის (ECHO) მიერ არის დაფინანსებული, ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან – დანიის წითელი ჯვარი (Danish Red Cross), ოქსფამი (Oxfam), გადავარჩინოთ ბავშვები (Save the Children) და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) თანამშრომლობით ხორციელდება.

პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მეოთხე ფაზის ფარგლებში დაგეგმილი კონკრეტული პროექტების და ღონისძიებების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

პროგრამის ძირითადი მიმართულებებია ბუნებრივი კატასტროფების რისკის ზონაში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება კატასტროფების შემცირების, მზაობისა და რეაგირების კუთხით, ასევე ადვოკატრება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა მოხდეს კატასტროფების რისკის შემცირების სწავლების დანერგვა განათლების სისტემაში და კატასტროფების რისკის გათვალისწინება სახელმწიფო გეგმებსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებში.

პროექტი 2010 წლიდან ხორციელდება. 2016 წლიდან პროექტის კოორდინატორია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი.

ღონისძიებას დაესწრნენ საერთაშირისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ღონისძიება ორდღიანია და 24 ივნისს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები