პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 22 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 22 წლის იუბილეს ულოცავს.
„გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს. დიდი მადლობა იმისათვის, რომ თითოეული თქვენგანი მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას და ერთგულად ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას.
ვამაყობ, რომ თქვენი სამსახური წარმატებით უმკლავდება იმ გამოწვევებს რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. გისურვებთ მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს და პროფესიულ წარმატებას“,- წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები