თსუ-ში ევროპის თმის კვლევის საზოგადოების მე-17 კონგრესი გაიმართება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 24 ივნისს, ევროპის თმის კვლევის საზოგადოების მე-17 კონგრესი – 17 th MEETING OF THE EUROPEAN HAIR RESEARCH SOCIETY (EHRS 2016) საზეიმოდ გაიხსნება.
ღონისძიების ორგანიზატორები კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი, საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) არიან.
კონგრესის პრეზიდენტები არიან: კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი გალდავა და საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ლორთქიფანიძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ EHRS კონგრესი ამ დრომდე ყოფილი საბჭოთა კავშირის არცერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა და საქართველო პირველია ამ ქვეყნებიდან, რომელიც აღნიშნულ კონგრესს უმასპინძლებს.
კონგრესი სამდღიანია და მის ძირითად მიზანს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ქართველი და ევროპელი ექიმების ერთ სივრცეში გაერთიანება წარმოადგენს.
ღონისძიებაზე უკვე დარეგისტრირებულია 100-ზე მეტი ქართველი მონაწილე და 320-ზე მეტი დელეგაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თმის ბიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებს. ექსპერტები წარმოადგენენ თავიანთი კვლევის შედეგებს, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, განიხილავენ ტრიქოლოგიაში დანერგილ ახალ მიმართულებებს და პრაქტიკულ გამოცდილებასაც გაგვიზიარებენ.
კონფერენციას მინიჭებული აქვს:- EHRS 2016 has been accredited by the European Accreditation Council for Continuing Medical Education (EACCME) and awarded 11 European CME credits (ECMEC)- თსსუ პროფესიული განვითარების საბჭოზე.
შეგახსენებთ, რომ ევროპის თმის კვლევის საზოგადოება (EHRS) 1989 წელს ბრიუსელში დაარსდა.
მას შემდეგ აღნიშნული კონგრესი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ყოველ წელს ტარდება და ტრიქოლოგიაში წლის მთავარ მოვლენას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები