თბილისის საკრებულოსა და „ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა – ფოტოკოლაჟი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილესა და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, თბილისის საკრებულოსა და „ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს თბილისის საკრებულოს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა და ა(ა)იპ ,,ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია’’ (AIWA) – ს პრეზიდენტმა, ლანა ღოღობერიძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ხელოვნებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის მიზნით გაფორმდა, რომლის თანახმად ხელოვან ქალთა გაძლიერებისათვის სათანადო გარემო-პირობების, ხელოვნების, როგორც ეკომონიკურად სტაბილური სფეროს განვითარების ხელშეწყობა მოხდება, ასევე საერთაშორისო სახელოვნებო კავშირების გაძლიერება, ხელოვან ქალთა შემოქმედებითი გარემოს გაუმჯობესება, კომპეტენციის ფარგლებში ხელოვნების განვითარება და ხელოვან ქალთა მხარდაჭერის მიზნით, კულტურულ-საგანმანათლებლო ფორუმების, კონფერენციების, შეხვედრების, გამოფენების, ფესტივალების, ,,მასტერკლასების’’ წახალისება მოხდება.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციასთან თანამშრომლობა ორივე მხარისთვის იქნება მეტი სიკეთისა და წარმატების მომტანი, საკრებულოც და განათლებისა და კულტურის კომისიაც თავის მხრივ ეხმიანება ამ სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს.
„ჩვენი სამომავლო ურთიერთთაანამშრომლობის მიზანს ხელოვანების სფეროში დასაქმებულ ადაიანთა ხელშწყობა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონიძიებების მოწყობა წარმოადგენს, ლანა ღოღობერიძის მიერ დაარსებული ასოციაცია არის იმ კულტურის პოლიტიკის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილი, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდება ხელოვნების და ხელოვანთა თვითმყოფადობის, პლურალიზმისა და თავისუფლების უზრუნველყოფა“,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. ,,ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია’’ გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ორგანიზებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის – ,,თბილისი’’ – პოპულარიზაციას და კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში, მემორანდუმის მიზნების შესაბამისად, მონაწილეობა მიიღოს კონკურსის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

13510536_1023074677741532_1719121778_n

13510590_1023074651074868_982813967_n

13515383_1023074657741534_149066108_n

13521159_1023074671074866_104333442_n

13521626_1023074684408198_1837551057_n

13521739_1023074681074865_309223509_n

13522510_1023074654408201_1313562145_n

13530496_1023074667741533_1087513626_n

13530746_1023074644408202_191466006_n

13530746_1023074674408199_715804158_n

13535700_1023074661074867_1531792321_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები