სირიაში ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა

გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, სირიაში ოთხი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედროებმა ჭრილობა იმ დროს მიიღეს, როდესაც მათ მახლობლად ავტომობილი აფეთქდა. ერაყში კი პენტაგონმა სამი ამერიკელი სამხედროს დაღუპვა დაადასტურა. ორი მათგანი სპეცრაზმელი იყო. გაზეთ The Times-ის ცნობით, ორივე ქვეყანაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მომსახურე პერსონალიდან 16 ადამიანი დაიჭრა. მათი დაჭრის დეტალები არ საჯაროვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები