აშშ ერაყს 20 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს 20 მილიონ დოლარს გამოუყოფს ერაყში ლტოლვილების დასახმარებლად. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური იუწყება.
2014 წლიდან ერაყში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად საკუთარი სახლები 3,3 მილიონმა ერაყელმა დატოვა.
ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე აუცილებელია სპეციალური ბანაკების მოწყობა და მათი უზრუნველყოფა სურსათით და სასმელი წყლით. ამჟამად ყველაზე რთული მდგომარეობა ქალაქ ფალუჯაში შეიქმნა, რომლის აღებასაც სამთავრობო ძალები ცდილობენ. როგორც ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადიმ განაცხადა, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ფალუჯა პრაქტიკულად მთლიანად დაიკავეს, თუმცა ქალაქში ჯერ კიდევ რჩებიან „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები