ლიბიის სამთავრობო ძალები ქალაქ სირტს უტევენ
ლიბიის სამთავრობო ძალები ქალაქ სირტს უტევენ, რომელიც ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ აქვთ დაკავებული.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ქალაქის რამდენიმე რაიონი შეიარაღებულმა ძალებმა უკვე დაიკავეს.
ლიბიის ხელისუფლების ინფორმაციით, ეს სამთავრობო ძალების ყველაზე სერიოზული წარმატებაა მარტის შემდეგ, როდესაც „ისლამურ სახელმწიფოზე“ შეტევა დაიწყო. ამ ინფორმაციის მიხედვით, მათ ადგილობრივი რადიოსადგური და ელექტროსადგური დაიკავეს.
ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ცნობით კი, ლიბიელმა სამხედროებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვია-წამლის საწყობი აიღეს. ბრძოლის დროს ორივე მხრიდან ათობით ადამიანია დაღუპული. მანამდე ლიბიის ეროვნული ერთიანობის მთავრობის ძალებმა სირტის პორტი დაიკავეს. სირტი – ლიბიის ყოფილი პრეზიდენტის, მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქი. ის „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი საყრდენი პუნქტია ლიბიის ტერიტორიაზე.