მანუჩარ მაჩაიძემ შესაძლოა, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი

„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი მანუჩარ მაჩაიძე, შემოთავაზების შემთხვევაში, მზად არის, თამაზ მეჭიაურის, „მრეწველთა პარტიაში“, ან „კონსერვატორებში“ გაწევრიანდეს, თუმცა თუ ასე არ მოხდა, მაშინ ის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს, – განცხადება ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას მან თავად გააკეთა.
„აღარ დავუბრუნდები იმ მიზეზების განმარტებას, თუ რატომაც დავტოვე „პატრიოტთა ალიანსი, აღარ მინდა წარსულზე საუბარი. რაც შეეხება მეჭიაურის პარტიას, გეტყვით, რომ 1995-99 წლებში, მასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი. კარგი ურთიერთობები მაქვს, მაგრამ დღეს მასთან ამ თემაზე არანაირი საუბარი არ მქონია“,- განაცხადა მაჩაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები