თბილისში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
თბილისში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-9 შეხვედრა გაიმართა.
საგარეო სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მათ შორის,საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი, მათ შორის,დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლების დამართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საჯარომოხელეების პროფესიონალიზმისა და შესაძლებლობების განვითარების, მთავრობის ანგარიშვალდებულებისა დაგამჭვირვალობის გაზრდის, კორუფციასთან და ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებში მიმდინარე რეფორმებზე. განხილულიქნა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით საქართველოსხელისუფლების ქმედებები.
ჯგუფს ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანიდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეებიიყვნენ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, დემოკრატიის, ადამიანისუფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბობ ბერშინსკი, ევროპისა და ევრაზიისსაკითხებში USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაშიაშშ-ს დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი.
საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-9 შეხვედრის დასრულებისას გაიმართა ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
„შეხვედრამ ძალზედ პოზიტიურად ჩაიარა. გვქონდა უაღრესად ღია და გულწრფელი აზრთა ურთიერთგაცვლა დემოკრატიის და მმართველობის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება ჩვენი ამერიკელი კოლეგების ჩართულობის და მხარდაჭერისთვის საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენელთა მონაწილეობა დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ეს არის ტრადიცია, რომელიც დამკვიდრდა 2012 წლის შემდეგ და მოხარული ვართ, რომ დღესაც გვქონდა შესაძლებლობა, რომ როგორც უმრავლესობის ისე უმცირესობის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიცია გამოეხატათ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
„როგორც ჩვენი ისე ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები იყოს სამაგალითო, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიული წინსვლის და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფის კუთხით” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ასევე ისაუბრა საქართველოში ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის უმთავრესი მოვალეობაა უზრუნველყოს არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარება. ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართვლოს დემოკრატიული განვითარების დიდი ხნის მხარდამჭერია.
20-21 ივნისს აშშ-ს დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან.