თბილისს გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დელეგაცია ეწვევა

თბილისს სამუშაო ვიზიტით გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დელეგაცია ეწვევა. როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციასთან (UNIDO).
მათივე ინფორმაციით, თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოში ინდუსტრიული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებისა და აღნიშნული სტრატეგიის დანერგვის მიმართულებით.
“UNIDO-ს გენერალური დირექტორის ლი იონგისა და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიმდინარე წლის 18-21 ივლისს თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა UNIDO-ს დელეგაცია (UNIDO Fact Finding Mission).
ვიზიტის მიზანია ქვეყნის დახმარების საშუალოვადიანი პროგრამის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა დარგში პრიორიტეტული ტექნიკური დახმარების პროექტების დაფინანსება. აგრეთვე, განხილულ იქნება ინდუსტრიული განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროექტის ქვეყნის დახმარების პროგრამის ფაგლებში (Country Programming Framework) დაფინანსების საკითხი. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინანსების მოძიების მიზნით, მისიას დაგეგმილი აქვს შეხვედრების გამართვა ორმხრივ დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
დელეგაციის ვიზიტის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები