პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
დღეს 23:00 საათიდან სამშენებლო სამუშაოების გამო პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა მოიხსნება ხვალ, 08:00 საათიდან და საავტომობილო მოძრაობა გადაერთვება ახლადაშენებულ ესტაკადაზე, ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს იხდის.