ოლანდი – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება მხოლოდ მინსკის შეთანხმების შესრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც მოსკოვი მინსკის შეთანხმებას სრულად შეასრულებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პარიზში, უკრაინელ კოლეგასთან, პეტრო პოროშენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პროგრესს, გათავისუფლებულნი არიან მძევლები, არის სხვა დადებითი მომენტებიც, მაგრამ მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულებული არ არის და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს“, – განაცხადა ოლანდმა.
ცნობისთვის, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დააწესეს. ის, კერძოდ, დასავლეთის საფინანსო ორგანიზაციებს რუსეთის ბანკებთან თანამშრომლობას, ასევე საქონლის იმპორტსა და ექსპორტს ზღუდავს. საუბარია, პირველ რიგში, ნავთობით, გაზით და იარაღით ვაჭრობის შეზღუდვაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები