თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ალექსიძის ქუჩა N1-ში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავდა, მიწის ალტერნატიულ ნაკვეთს სთავაზობს.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, ინვესტორთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება შედგა, თბილისის მერია ალექსიძის ქუჩის დასაწყისში მაღალსართულიანი კორპუსის ნაცვლად გამწვანებული ტერიტორიის გაშენებას გეგმავს. დედაქალაქის მერია მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დეველოპერულ კომპანიასთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ალექსიძის N1-ში სკვერს მოაწყობს.