ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააგრძელა
ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები 2017 წლის იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.
„სანქციები შენარჩუნებული რუსეთის ქმედებების გამო, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს და მინსკის შეთანხმებებს არ ასრულებს“, – განუცხადა “რია-ნოვოსტის” ევროკავშირის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობა არ სახელდება. მისი თქმით, სანქციების გაგრძელებას კიდევ ევროკავშირის საბჭომ უნდა დაუჭიროს მხარი. გასული კვირის ბოლოს ევროკავშირის საბჭომ ყირიმისა და სევასტოპოლის მიმართ სანქციები 12 თვით გააგრძელა.
ცნობისთვის, ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.