აშშ-ის ავიაციამ ხმელთაშუა ზღვიდან და სპარსეთის ყურიდან ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები სინქრონულად დაბომბა

აშშ-ის ავიაციამ პირველად სინქრონულად დაბომბა ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები, ხმელთაშუა ზღვიდან და სპარსეთის ყურეში ავიამზიდებიდან აფრენილი თვითმფრინავებით.
ამის შესახებ ტელეარხი „ალ-არაბია“ იუწყება.
ამერიკულ სამხედრო მეთაურობაში აცხადებენ, რომ ერთდროული შეტევები ორი მიმართულებიდან „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დაბომბვის ეფექტურობას ზრდის. საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიცია აშშ-ის მეთაურობით 2014 წელს შეიქმნა. მასში 60 ქვეყნის შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები