ნიკოლოზ მჟავანაძე: სახალხო დამცველის აპარატი ,,მებრძოლ უღმერთოთა’’ კავშირად ჩამოყალიბდა

სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც სხვისი უფლებების დაცვით უნდა იყოს დაკავებული, დღეს თავად იქცა საკუთარი თანამშრომლების უფლებების დამრღვევ სტრუქტურად. საქმე იქამდეც მივიდა, რომ თანამშრომლების მიმართ ადგილი აქვს როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობის ფაქტებს, აღნიშნული განცხადება ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
,,დღეისათვის სახალხო დამცველის აპარატს ხელმძღვანელობს არა უჩა ნანუაშვილი, არამედ მისი მოადგილე და ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ ყოფილი წევრი ნათია კაციტაძე, რომლის მეშვეობით ხდება ადამიანების განთავისუფლება განსხვავებული შეხედულებების, აღმსარებლობის და მართლმადიდებლური რწმენის გამო. ადგილი აქვს ნეპოტიზმის გამოვლინების უამრავ ფაქტს.
სახალხო დამცველის ოფისი ჩამოყალიბდა ,,რესპუბლიკური პარტიის’’ კომკავშირის საიას ქვეუწყებად. თითქმის ყველა თანამდებობაზე სწორედ საიელები და მასთან დაკავშირებული პირები ინიშნებიან.
საიას ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად პარლამენტარი თამარ ხიდაშელი გახლდათ სახალხო დამცველი ერთ-ერთი ხელმძღვანელი 2013 -2015 წლებში. ნათია კაციტაძის რეკომენდაცით და პატრონაჟით სხვადასხვა თანამდებობებს იკავებენ ასევე ყოფილი საიელები – თათული თოდუა, ეკა ხუციშვილი, ეკა ფოფხაძე, ნიკო თათულაშვილი და სხვადსხვა რეგიონული სამსახურის ხელმძვანელები. იმავდრულად ხდება მარავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლების განთავისუფლება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
ახლახან გაანთავისუფლეს ცენტრალური და რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელები: ბაგრატ ქირია, ნინო აზნაურაშვილი, სედა მელქუმიანი, ლეილა მამედოვა და სხვები.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს პაატა ბელთაძესაც  დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.
ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობის უფლებამოსილება მიენიჭა სახალხო დამცველს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სახელმწიფო ინსტიტუციას. უჩა ნანუაშვილი კი თავად აღმოჩნდა დისკრიმინაციულ სკანდალში. მას საკუთარი თანამშრომლები – გიორგი ქაჯაია და ილია ჭანტურაია დისკრიმინაციის ბრალდებით სასამართლოში უჩივიან. საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი კი ისე შორს წავიდა, რომ თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ასევე რამდენჯერმე მცდელობა ჰქონდა, ფიზიკურადაც გასწორებოდა მათ. 105 ათას ლარად ღირებული „მერსედესის“ მარკის ავტომობილიც სწორედ ნათია კაციტაძისათვის იქნა შეძენილი, ვინაიდან სწორედ ის სარგებლობს Mercedes-Benz GLA-ს ავტომობილით“, – განაცხადა მჟავანაძემ.
,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დაინტერესდეს სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე პროცესებითა და მის თანამშრომლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებით. მჟავანაძე მიიჩნევს, არსებული ვითარების გამოსასწორებლად, სახელმწიფოს მხრიდან დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები