დღე მე-11 – გოჩას და „ნატახტარის“ ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან

ევროპის ჩემპიონატის მეთერთმეტე დღეს გოჩა თანდარაშვილმა მზიანი ნიცას ულამაზესი სანაპიროდან წვიმიან პარიზში გადაინაცვლა და ფანზონიდან მიესალმა ლუდი „ნატახტარის“ და ფეხბურთის გულშემატკივრებს.
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ B-ჯგუფის ბოლო ტური იყო. ერთმანეთს ინგლისი და სლოვაკეთი დაუპირისპირდნენ. ეს მატჩი ფრედ, 0: 0 დასრულდა, ხოლო უელსმა რუსეთი 3:0 დაამარცხა და გამოთიშა ევროპის ჩემპიონატიდან. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გუშინდელი თამაშის შემდეგ რუსეთის მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა.
პარიზის ფანზონაში, ეიფელის კოშკის ქვეშ დამონტაჟებული იყო უზარმაზარი მონიტორი გულშემატკივრებისთვის. „სხვათა შორის, ეს კოშკი მეორე ადგილზეა მსოფლიოში, თბილისის ანძის შემდეგ. მხოლოდ თბილისის ანძა ჯობია ეიფელს“, – ჩართვის დროს განაცხადა გოჩამ.
გოჩამ მაყურებელს საშუალება მისცა, დეტალურად ენახა პარიზის ფანზონაში მიმდინარე ამბები ინგლისი-სლოვაკეთის თამაშის დაწყების წინ. იქ იყო უამრავი ინგლისელი გულშემატკივარი, რომლებიც ჯერ ბურთით თამაშობდნენ, ბოლოს კი ერთმანეთის ეგრეთ წოდებულ „შლოპანცებს“ ისროდნენ ჰაერში. ჩართვის დროს გამოჩნდენ ქართველებიც, რომლებიც გერმანიის გულშემატკივრები აღმოჩნდნენ.
ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა ჩართვის დროს გოჩას უთხრა, ვიქტორინის პასუხების ნაცვლად ყველამ ფეხის ზომები დაწერეთო, რასაც მართლა მოჰყვა გამოხმაურება და დაიწერა უამრავი ფეხის ზომა კომენტარებში. ერთ-ერთმა დაწერა 69, რაზეც გოჩას პასუხი იყო ასეთი: „სიმონ ნოზაძეს ძალიან სექსუალური ფეხის ზომა ჰქონია“.
ჩემპიონატის მეთერთმეტე დღეს, სამწუხაროდ, თქვენთვის არ გვაქვს ფოტო. ალბათ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა, მაგრამ გული არ დაგწყდეთ. გემშვიდობებით იმ იმედით, რომ ხვალ გოჩა „ნატახტართან“ ერთად საინტერესო და სახალისო ფოტოებსაც შემოგვთავაზებს, ჩვენ კი თქვენ გაგიზიარებთ, ტრადიციისამებრ.
გოჩა და „ნატახტარი“ ფეხბურთის გულშემატკივრებს უნიკალურ შანსს აძლევენ, ნახონ ყველა ის საინტერესო ფაქტი და დეტალი, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავენ. ერთი სიტყვით, თუკი მეტი ფეხბურთი გწყურიათ, თუ გსურთ, კულისებიდან ნახოთ ის, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავთ. ან არ გიყვართ ფეხბურთი, მაგრამ უბრალოდ გოჩა გიყვართ. მაშინ გოჩა და ლუდი “ნატახტარი” თქვენთვის საფრანგეთიდან მეტი ფეხბურთის ჩამოტანაზე იზრუნებენ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ჩართვის დროს გოჩა თანდარაშვილი არა მხოლოდ ფანზონაში და სტადიონზე მიმდინარე ამბებს გვაცნობს, არამედ სოციალურ ქსელში, „ნატახტარის“ გვერდზე დასმულ კითხვებს ან უბრალოდ კომენტარებსაც პასუხობს. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ რომ, გააქტიურდეთ და დაუსვათ გოჩას თქვენთვის საინტერესო შეკითხვები.
R
ბმულები:
https://www.facebook.com/natakhtari/videos/1331404656876951/
https://www.facebook.com/natakhtari/videos/1331547113529372/
https://www.facebook.com/natakhtari/videos/1331580096859407/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები