გიორგი კახიანი – კორცხელის ინციდენტმა დაგვანახა, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად მეტი სიფრთხილეა საჭირო

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ კორცხელში საარჩევნო უბანზე მომხდარმა ინციდენტმა საზოგადოებას აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის, მეტი სიფრთხილეა საჭირო.
კახიანის განცხადებით, პარლამენტი იმ ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც მსგავი ინციდენტების პრევენციისთვის რეგულაციების გამკაცრებას გულისხმობს.
„ინიციატივა დადგა კორცხელის ინციდენტის შემდეგ. ბევრი რამ დაგვანახვა ამ შემთხვევამ იმ თვალსაზრისით, რომ მეტი სიფრთხილე და პრევენციაა საჭირო იმისთვის, რომ ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად და მეტად დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ, რადგან თურმე შესაძლებელია პროვოკაციებით საარჩევნო გარემოს ასეთი ზიანი მივაყენოთ.
ის ფაქტი, რომ კორცხელის ინციდენტი მოხდა, ცუდია, მაგრამ კარგია, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდა. ეს ხელისუფლებისთვის იმის ნიშანია, რომ მსგავსი ფაქტი ოქტომბრის სააპრლამენტო არჩევნებზე აღარ განმეორდეს. მკაცრდება სანქცია ისეთ შემთხვევებზე, როგორსაც ადგილი ჰქონდა კორცხელში. ამ ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ ადგილი ექნება ცემის, ძალადობის ან მუქარას, ამაზე განისაზღვრა კონკრეტული საქნცია – ყველაზე რთულ შემთხვევაში დადგენილია თავისუფლების 2- 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა“,-განაცხადა კახიანმა.
აღსანიშნავია, რომ არსებული კანონმდებლობით პოლიციელს არ აქვს უფლება, რომ საარჩევნო უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდეს, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი დაამტკიცებს ამ კანონპროექტს, საჭიროების შემთხვევაში, მას ექნება კენჭისყრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის უფლება. კახიანი მიიჩნევს, რომ ახალი ინიციატივა პოლიციელს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს იმისათვის, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინოს და აღკვეთოს ვითარების დაძაბვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები