მიმდინარე კვირაში პარლამენტის დღის წესრიგში 80-მდე კანონპროექტია განსახილველი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში პარლამენტის დღის წესრიგში 80 – მდე კანონპროექტია განსახილველი. მათ შორის არის ახალი ინიციატივებიც. კახიანი ვარაუდობს, რომ საგაზაფხულო სესიის შემდეგ რიგგარეშე სესიის მოწვევის საკითხიც დადგება.
„არის საკითხები, რომლებიც დაჩქარებული წესით არის განსახილველი და ასეთი 7 კანონპროექტია. მათი განხილვა ერთი კვირის მანძილზე სამი მოსმენით უნდა მოხდეს. თუ ამ ციფრებით ვიმსჯელებთ, ამ საკითხების განხილვა მიმდინარე კვირას შესაძლოა, ვერ დასრულდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დადგება რიგგარეშე სესიის მოწვევის საკითხი. საგაზაფხულო სესია მიმდინარე პარასკევს სრულდება. დაიხურება საგაზაფხულო სესია, რის შემდეგაც დადგება რიგგარეშე სესიის მოწვევის საკითხიც“,- განაცხადა კახიანმა.
კახიანის განცხადებით, იმის გამო, რომ ბევრი პარლამენტარი წინასაარჩევნო პერიოდზეა გადართული, სესიის მოწვევა შესაძლოა, გართულდეს. კახიანმა ისიც დასძინა, რომ კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერის თანახმად, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები არ ტარდება, თუმცა კანონმდებლობაში ასევე ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ სხდომების ჩატარება მაინც შესაძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები