გიგლა აგულაშვილი საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით პრემიერის მიმართვას მიესალმება

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წინასაარჩევნო კამპანიიის თემაზე გაკეთებულ მიმართვას ეხმაურება და მას მისასალმებელს უწოდებს.
გიგლა აგულაშვილის თქმით, ის, რომ ინიციატივა ეკუთვნის პრემიერს, გულისხმობს იმასაც, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად ჩაერთვებიან ამ იდეის რეალიზებაში.
„ის, რომ ეს ინიციატივა განხორციელდა პრემიერის მხრიდან, გულოსხმობს იმასაც, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად იქნებიან ჩართულნი ამ იდეის რეალიზებაში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობს შსს-ს ასე, რომ თუკი პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდება, თუკი ეს თამაშის წესი დადგინდება, ეს იქნება სასარგებლო საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
საქართველოში საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებსა და საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართა.
პრემიერს თქმით, უმოკლეს დროში უნდა იქნას მიღებული წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, მის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ნაბიჯებს, რათა არ მოხდეს მათი შესაძლო გამოყენება რომელიმე მხარის სასარგებლოდ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა. პრემიერი მიმართავს პოლიციასაც, მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს არა მარტო წესრიგის უზრუნველსაყოფად, არამედ დაძაბულობისა და ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები