სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი „ბიზნესკურიერის“ და ანზორ მელიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი გიორგი ბუთხუზი 18 ივნისს გადაცემა „ბიზნესკურიერში“ ცენტრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება, მას ცენტრის ადმინისტრაციისა და თითოეული თანამშრომლის წინააღმდეგ მიმართულ შეგნებულ ცილისწამებად აფასებს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
„18 ივნისს გადაცემა „ბიზნესკურიერის“ ეთერით ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელმა ანზორ მელიამ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი სხვა კლინიკებთან კორუფციულ გარიგებასა და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. მანვე განაცხადა, რომ „არამიანცის“ ტერიტორიაზე განლაგებულ ე.წ. კლასტერის კლინიკებს 90%–ით შეუმცირდათ პაციენტთა ნაკადი, რაც აბსოლუტური სიცრუეა. ცენტრის მიერ ამღებულია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც თვალნათლივ ჩანს, რომ ამ კლინიკებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ გადაყვანილი პაციენტების რაოდენობამ არათუ იკლო, არამედ მოიმატა.  სატელევიზიო ეთერამდე რამდენიმე დღით ადრე ანზორ მელია შეხვდა ცენტრის დირექტორს, თავად გაეცნო  ამ მონაცემებს და მათ არანაირი პრეტენტზია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიმართ არ გამოუთქვამს.
ცენტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პაციენტის კლინიკაში გადაყვანა ხორციელდება კონკრეტული კლინიკის სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიული პრინციპისა და პაციენტის შემხვედრი საჭიროებების გათვალისწინებით.
შესაბამისად, ცენტრის ადმინისტრაცია კატეგორიულად აცხადებს, რომ „ბიზნესკურიერში“ გასულ რეპორტაჟი მთლიანად აგებული იყო ტყუილსა და ცრუ ბრალდებებზე. ამასთან, როგორც ეთერით ჩანს, ანზორ მელია კარგად ერკვევა კორუფციულ სქემებში, იცის ფულის გათეთრების ხერხები და საშუალებები, რასაც შესაძლოა ძალიან ხშირად ჰქონდა ადგილი წინა ხელისუფლების დროს. ეს კი დაფიქრების საფუძველს იძლევა.
ბოლო დროს იხსნება ძალიან ბევრი საავადმყოფო, ვითარდება ჰოსპიტალური სექტორი, შესაბამისად, გაჩნდა ჯანსაღი კონკურენცია. რასაც, გარკვეული მიზეზების გამო, ანზორ მელია არ არის მიჩვეული. შესაბამისად, მისი და „ბიზნესკურიერის“  18 ივნისის დემარში მიმართული იყო წარმატებული დარგებისა და სახელმწიფო სტურქტურების  დისკრედიტაციისკენ.
გარდა ამისა, ასეთი სახის ცილისწამებლური განცხადებები პირდაპირ ლახავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მომუშავე თანამშრომლების, ექიმების ღირსებას, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ადამიანების დასახმარებლად და ხშირად მათი სიცოცხლის გადასარჩენად.
საგულისხმოა, რომ ბოლო დროს ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს მოვლენათა ჯაჭვი. ახლახანს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასწრაფო „მკვდარი და უმოქმედოა“, რასაც მოჰყვა ანზორ მელიას ყოვლად უპასუხისმგებლო და აბსურდული ბრალდება. ცენტრის ადმინისტრაცია მიიჩნევს,  რომ ეს პროცესები დაკავშირებულია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან.
დღეს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ძალიან შორს არის ნებისმიერი კორუფციული გარიგებებისგან. ცენტრმა  შეძელო იმის გაკეთება, რაც არ იყო წინა ხელისუფლების დროს. ამუშავდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები და ა.შ. სწორედ ამიტომ უტევს „ნაციონალური მოძრაობა“  წინასაარჩევნო პერიოდში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ სტრუქტურას.
ცენტრის ხელმძღვანელობა მოუწოდებს დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს და ანტისახელმწიფოებრივად განწყობილ ელემენტებს,  შორს დაიჭირონ თავი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამოყენებისაგან, რადგან ეს სამსახური თავისი არსით აპოლიტიკურია და მისი საქმიანობის მთავარი მიზანი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისაღმოჩენაა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.
მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის საპასუხოდ, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. კერძოდ: ცენტრი „ბიზნესკურიერის“ გუნდს აძლევს გონივრულ ვადას, რომ დოკუმენტებით დაამტკიცონ მათ მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, წარმოადგინონ კორუფციის ფაქტები და ფულის გათეთრების დამადასტურებელი საბუთები. მიაწოდონ ეს მასალები სამართალდამცავ ორგანოებს, ან გაახმოვანონ ფაქტები პირდაპირ ეთერში.  წინააღმდეგ შემთხვევაში, პატივისა და ღირსების შელახვის გამო  ცენტრი მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
რაც შეეხება ანზორ მელიას, ცენტრის იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს, რომელიც  უახლოეს საათებში შევა სასამართლოში“, – აცხადებს  გიორგი ბუთხუზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები