Solar Impulse 2-მა ატლანტის ოკეანეზე ფრენა დაიწყო

მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა Solar Impulse 2-მა ატლანტის ოკეანეზე გადაფრენა დაიწყო. 90 საათის განმავლობაში ის აშშ-ის სანაპიროდან ესპანეთის ქალაქ სევილიაში უნდა ჩაფრინდეს. თვითმფრინავი აშშ-დან კვირას უნდა აფრენილიყო, მაგრამ უამინდობის გამო ის ერთი დღით გადაიდო. „Solar Impulse 2“ 17 ათასი მზის ენერგიის ბატარეით არის აღჭურვილი, საერთო ჯამში, თვითმფრინავმა 35 ათასი კილომეტრი უნდა დაფაროს. დედამიწის გარშემო თვითმფრინავის მოგზაურობა 2015 წლის 9 მარტს აბუ-დაბიდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები