ნინო ჩხობაძე – პრევენციული სისტემების მხოლოდ მდინარე ვერეზე დანერგვა არასაკმარისია

„საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ პრევენციული სისტემების მხოლოდ მდინარე ვერეზე დანერგვა არაა საკმარისი. მისი განცხადებით, მსგავსი სისტემა ყველა მდინარისთვის უნდა დაინერგოს.
„კვირაში“ სტუმრობისას ჩხობაძემ განაცხადა, რომ წელს ცხელი ზაფხულია მოსალოდნელი, უფრო მეტიც, ტემპერატურამ შესაძლოა, განსკაუთრებით მოიმატოს.
„უნდა გატარდეს ქმედითი ღონისძიებები. ყველა უწყება უნდა იყოს ჩართული. გამაფრთხილებელი და პრევენციული სისტემების დანგერგვა მხოლოდ ვერეს ხეობაში არაა საკმარისი, წინასწარი გაფრთხილების სისტემა ყველა მდინარეზე უნდა არსებობდეს, რადგან ყველა მდინარე პოტენციაში რისკის მატარებელია. თუ ნასას კვლევებს დავუჯერებთ, საბოლოო ჯამში, გველოდება ცხელი ზაფხული და შეიძლება ტემპერატურის რაოდენობის მატებაც ექსტრემალური იყოს “,- განაცხადა ჩხობაძემ.
მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ჩხობაძემ მოუწოდა საზოგადოებას, რომ ბევრი სითხე მიიღონ, რადგან სხვაგვარად ეს პროცესები ჯანმრთელობისთვის შესაძლოა საზიანო იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები