ნინო ჩხობაძე მოსახლეობას აფრთხილებს – ვერის ხეობაში ახალი მეწყერებია განვითარებული, ნუ ჩადგამთ სახლებს მდინარის კალაპოტში

„საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ვერეს ხეობაში ახალი მეწყერებია განვითარებული. ის რეკომენდაციით მიმართავს მოსახლეობას და მოუწოდებს, რომ მდინარის კალაპოტში არ ჩადგან სახლები.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, ჩხობაძემ ხაზი გასუვა გაწმენდითი სამუშაოების მნიშვნელობას.
„ვერის ხეობაში დიდი მასაა დარჩენილი და, გარდა ამისა, ახალი მეწყერებია განვითარებული. ახალდაბის კუთხეში მეწყერი ჩამოიშალა და სამსახურებმა მკაფიო რეაგირება დაიწყეს და შეეცადნენ, რომ მანქანები არ დაეშვათ ამ ტერიტორიაზე… ყველამ იცის, რომ საფრთხე ნამდვილად არსებობს, მითუმეტეს, საფრთხე საკმაოდ სერიოზულია, რადგან მოწყვეტილი მეწყერის ძირითადი მასა ჯერ კიდევ ადგილზეა და ასეთი ამინდების პირობებში ის კვლავ შეიძლება გაჯერდეს წყლით და ისევ დაიძრას.
პირველი ღონისძიება გაფრთხილებითი უნდა იყოს, კერძოდ, არ იბანავონ ვერეში. ნუ გავაკეთებთ იქ წინ და უკან სიარულს, რადგანაც წყალი შეიძლება მოვარდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა მდინარე თბილისში მთის მდინარეა და მათ ახასიათებთ წყალმოვარდნები. ერთადერთი პრევენცია ის არის, რომ სახლს ნუ ჩავდგამთ კალაპოტში, მდინარის ზემოთ, რადგან ამან შეიძლება ისეთი პროცესი გამოიწვიოს, რომ თავად ეს სახლი გახდეს დიდი წყალდიდობის მაპროვოცირებელი. რთულია ციფრების მოყვანა, მაგრამ გეტყვით, რომ ამას შეუძლია ვერეს გადაკეტვა“,-განაცხადა ჩხობაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები