ნინო ჩხობაძე – არამდგრადი ამინდების შემთხვევაში გლდანულაში შეიძლება მეწყერი განვითარდეს

„საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, არმდგრადი ამინდის პირობებში, წყალმოვარდნის საფრთხე არა მხოლოდ კრწანისში, ლეღვთახევის ტერიტორიაზე, არამედ გლდანულაშიც მოსალოდნელია.
„დიდ საფრთხეს ვხედავთ გლდანულაზე, რადგან შარშან გარემოს დაცვის სააგენტომ შეისწავლა გლდანულა და, როგორც მათ განაცხადეს, დაახლოებით 60-მდე მეწყერის სხეული იყო იქ აღმოჩენილი. არამდგრადი ამინდების დროს შეიძლება მეწყერი განვითარდეს. აგრეთვე, არანაკლებ პრობლემურია დიდუბის პატარა მდინარეც. სამწუხაროდ, ის ნაგვითაც დაბინძურებულია და პრობლემას ქმნის. დიდი რაოდენობის ნარჩენებია. ვგულისხმობ ასევე დიღმულასაც, რომელშიც ნაგავი ასევე ჩაყრილია. ვფიქრობ, დაბინძურების საკითხი, ეს არის საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომელიც ბევრ პატარა მდინარეს ეხება“,- განაცხადა ჩხობაძემ.
მისივე განცხადებით, პირველ რიგში, რაც ამ ეტაპზე უნდა გაკეთდეს, ეს მდინარის კალაპოტებში გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებაა, რადგანაც არამდგრადი ამინდების შემთხვევაში დაბინძურების პრობლემა სერიოზულ საფრთხეს ქმნის მოსახლეობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები