რას გეგმავს პაატა კიკნაველიძე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ – მირჩევნია, ჩემს პროფესიას დავუბრუნდე

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კიკნაველიძე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამჯობინებს, შეწყვიტოს პოლიტიკური საქმიანობა და მის პროფესიას დაუბრუნდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პარტიისთვის ის საჭირო გახდება, კიკნაველიძე პოლიტიკაში დარჩება.
„თუ ჩემი გადასაყვეტი იქნება, მე მირჩევნია, რომ ჩემს პროფესიას დავუბრუნდე, მაგრამ თუ პარტია თვლის, რომ მე, როგორც პოლიტიკური ერთეული, მას ვჭირდები, მაშინ მზად ვიქნები, მაგრამ პირადად მე მირჩევნია, რომ დავუბრუნდე ჩემს პროფესიას“,-განაცხადა კიკნაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები