ოთარ ფარცხალაძე: მერაბიშვილს მისი ციხიდან გაყვანისა და პროკურატურაში მიყვანის ამბავი მოელანდა

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს. მისი თქმით, სასამართლომ დადგენილება მერაბიშვილის არარეალურ მონათხრობზე დაყრდნობით გამოიტანა.
“რას ამბობს სასამართლო, ფარცხალაძემ გაიყვანა ციხიდან მერაბიშვილიო?! რა განცდა დარჩა, ეგ არის ევროსასამართლოს საკითხი და გადასაწყვეტი, მე არ ვიცი, რა განცდა დარჩა”, – აცხადებს ფარცხალაძე „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ის რომ ვანო მერაბიშვილს არ შეხვედრია. „მე არ მინახავს ვანო მერაბიშვილი, ასე რომ, არც დარბაისელს არ უნახავს“,-აღნიშნავს ფარცხალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები