გიორგი ისაკაძე „TV პირველში“ გადადის

გადაცემების – „ბიზნესკონტაქტისა“ და საქმიანი დილის“ ავტორი გიორგი ისაკაძე, გუნდთან ერთად, მალე „TV პირველზე“ გამოჩნდება.
გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ისაკაძე არხთან მოლაპარაკებებს ადასტურებს, თუმცა აქვე დასძენს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„ერთ თვეში ეთერში ნამდვილად გავალთ, სად, როგორ და რა პირობით, ამაზე ალბათ, მალე მექნება ზუსტი პასუხი. „მაესტროდან“ წამოსვლის შემდეგ შემოთავაზება ექვსი სხვადასხვა არხიდან მქონდა. ახლა არჩევანს ორ არხს შორის ვაკეთებ. მინდა გითხრათ, რომ „TV პირველი“ ჩვენს პოზიციებთან ყველაზე ახლოს დგას. ვნახოთ“,- განაცხადა ისაკაძემ.
მისივე განმარტებით, სულ მალე მისი ადვოკატი უკვე ღიად და კონკრეტულად ისაუბრებს იმაზე,“მაესტროსთან“ გაფორმებული კონტრაქტის რა მუხლებს გაასაჩივრებენ სასამართლოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები