ინგლისში 16 წლამდე ასაკის პირებისთვის ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა აიკრძალება
ინგლისში 16 წლამდე ასაკის პირებისთვის მაღალი კოფეინის შემცველი ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა აიკრძალება. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა.
ახალი რეგულაცია, რომელიც ძალაში 2027 წლის აპრილიდან უნდა შევიდეს, შეეხება როგორც მაღაზიებში, ისე ვაჭრობის ავტომატებსა და ონლაინ-გაყიდვებს.
აკრძალვა გავრცელდება იმ ენერგეტიკულ სასმელებზე, რომლებიც ლიტრზე 150 მილიგრამზე მეტ კოფეინს შეიცავს.
მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანია ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის დაცვა. ხელისუფლების შეფასებით, ენერგეტიკული სასმელების ჭარბი მოხმარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ძილის დარღვევასთან, შფოთვასთან, ქცევით პრობლემებსა და სწავლაზე უარყოფით გავლენასთან.
რეგულაცია არ შეეხება ჩაის, ყავას, ასევე ჩვეულებრივ გაზიან სასმელებს, როგორიცაა Coca-Cola და Pepsi, რადგან ისინი განსაზღვრულ ზღვარზე ნაკლებ კოფეინს შეიცავს.
კანონის ამოქმედებამდე ინიციატივა პარლამენტმა საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს.