ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკისა და ბიზნესგარემოს თემაზე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი” 20 ივნისს კონფერენციას – „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევები“ უმასპინძლებს.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ორგანიზაცია “მოქალაქე”, “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” და პარტნიორი ორგანიზაციები.
კონფერენციაში, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.