დიმიტრი ქუმსიშვილი მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოებას დაესწრება

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ, სასტუმრო „რედისონში,“ საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებული მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოებას დაესწრება.
როგორც ”კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ოლიმპიადა თბილისის მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა დედაქალაქის სკოლების მე-6 კლასის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.
მოსწავლეთა ოლიმპიადის ორგანიზატორი საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირია, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები