ბიოლოგებმა აუტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ბაქტერია აღმოაჩინეს
ბიოლოგებმა თაგვების მიკროფლორაში უჩვეულო ბაქტერია აღმოაჩინეს. ის მღრღნელების ორგანიზმში აუტიზმის განვითარებას ხელს უშლის. ამის შესახებ საუბარია ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
თაგვებზე ჩატარებული კვლევების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვინც „ფასტ ფუდით“ ან მსგავსი საკვებით იკვებებოდა, მათი შთამომავლობა აუტიზმისადმი მიდრეკილება რამდენჯერმე გაზრდილი ჰქონდა. მეცნიერები სასარგებლო ბაქტერიის სახელწოდებასაც აქვეყნებენ – Lactobasillus reuteri. ის კუჭ-ნაწლავის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კომპონენტია და ხელს უშლის დიარეის, კუჭის შეკრულობის და სხვა დაავადებების განვითარებას.