გურჯაანში ძველი ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიხურება

გურჯაანში ძველი ნაგავსაყრელის დახურვის მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დიმიტრი კალატოზიშტვილთან და კომპანიის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“- ფარგლებში, გურჯაანის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დახურვის გეგმა შემუშავდა.
აღნიშნული გეგმის მიზანი ნაგავსაყრელზე გარემოსდაცვითი უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა იყო.
გურჯაანის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებდა, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. კერძოდ, მოსწორდება პოლიგონის ზედაპირის რელიეფი, ნარჩენები კი, თიხნარი გრუნტით დაიფარება.
ამ დროისთვის, გურჯაანის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თელავისა და დედოფლისწყაროს კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელები იღებს.
გურჯაანის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულება 329 998 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები