13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახი თბილისის მერიამ საცხოვრებელი ვაგონიდან გამოასახლა

13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახი თბილისის მერიამ საცხოვრებელი ვაგონიდან გამოასახლა. წყნეთის ხევის ქუჩაზე გუბელაძეების ოჯახი ვაგონში უკვე ერთი წელია ცხოვრობს.
ისინი აცხადებენ, რომ ტერიტორია მათ საკუთრებაში იყო, მერია კი ამ დრომდე კომპენსაციას არ უხდიდა. დღეს აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებით გუბელაძეები გაასახლეს. ოჯახი ამბობს, რომ მათ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათ თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია.
„არანაირი ყურადღება არ მოგვაქციეს, ალბათ არც კითხულობდნენ. ახლა როცა იძულებული გავხდით ამ გზისთვის მიგვემართა, მოგვადგნენ და გვასახლებენ“, – განაცხადა ბელა გუბელაძემ.
გასახლების პროცესს დღეს ზედამხედველობის სამსახურიც აკვირდებოდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ გუბელაძეებს კომპენსაცია ზარალის შესაბამისად აღებული აქვთ.
„18 აპრილს დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება ამასთან დაკავშირებით, განესაზღვრა 10-დღიანი ვადა მშენებლობის უნებართვო კონსტრუქციის განთავსების გამოსასწორებლად. ვადის გასვლის შემდეგ სამსახურის თანამშრომლებმა გადაამოწმეს, არ იყო გამოსწორებული სამართალდარღვევა. შესაბამისად, სამსახურის მიერ 27 მაისს მიღებულ იქნა დადგენილება, რომლითაც დაჯარიმდა ქალბატონი ბელა გუბელაძე“, – განმარტა თამაზ ჯაყუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები