ირაკლი კობახიძე: ველოდებით ეუთო-ოდირის წინა დასკვნის აღიარებას, როგორც კი აღიარებენ წინა დასკვნას, მაშინვე განვაახლებთ სერიოზულად მსჯელობას ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით
“ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, გავაკეთეთ განცხადება, რომ პირველ რიგში, ველოდებით ეუთო-ოდირის წინა დასკვნის აღიარებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ელოდება წინა დასკვნის აღიარებას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით.
„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, გავაკეთეთ განცხადება, რომ პირველ რიგში, ველოდებით ეუთო-ოდირის წინა დასკვნის აღიარებას. როგორც კი აღიარებენ წინა დასკვნას, მაშინვე განვაახლებთ სერიოზულად მსჯელობას ეუთო-ოდირთან დაკავშირებით. ეს არ არის დახურული თემა, მაგრამ ჯერ ველოდებით წინა დასკვნის აღიარებას, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერმა.