არაბთა გაერთიანებული საამიროები იემენის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას წყვეტს

არაბთა გაერთიანებული საამიროები იემენის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას წყვეტს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანვარ გარგაშმა განაცხადა.
„ქუვეითში 50-დღიანი მოლაპარაკების შემდეგ მხარეები ქვეყნის მომავალ ბედზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ. ჩვენ იემენს ქვეყნის აღდგენაში დავეხმარებით, მაგრამ საბოლოოდ ეს თავად იემენელების საქმეა. ირანის რელიგიური გავლენა და „ალ-ქაიდას“ მოქმედებები ქვეყანაში სამშვიდობო პროცესს აფერხებს“, – განაცხადა გარგაშმა.
იემენში უკვე მეორე წელია სამოქალაქო ომი გრძელდება. მასში, ერთი მხრივ, ამბოხებული ხუსიტები, და, მეორე მხრივ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, აბდ რაბო მანსურ ხადის ერთგული ძალები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები