აშშ-ის სახმელეთო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობა პირველად მიიღეს

აშშ-ის სახმელეთო ძალებმა ერაყის ქალაქ მოსულთან „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ წინააღმდეგ ბრძოლებში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ტელეარხი Sky News Arabia იუწყება. აქამდე ამერიკელი სამხედროები ერაყის შეიარაღებული ძალების სწავლებით იყვნენ დაკავებულები და სამხედრო ინსტრუქტორების როლს ასრულებდნენ. ამჟამად მოსულის გათავისუფლების ოპერაციაში საერთაშორისო კოალიცია, ქურთი მოხალისეები და შიიტთა შეიარაღებული ქვედანაყოფები მონაწილეობენ. ქურთი მოხალისეების ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა მოსულის სამხრეთით ტერორისტების პოზიციებზე შეტევაში მიიღეს მონაწილეობა, გამოიყენეს ტანკები და არტილერია. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულს „ისლამური სახელმწიფო“ 2014 წლის ზაფხულიდან აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები