რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სანქციებთან დაკავშირებით სარკოზის სიტყვებს „ორიგინალურს“ უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვასილი ნებენზამ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სიტყვებს, რომ რუსეთმა სანქციები პირველმა უნდა გააუქმოს, „ორიგინალური“ უწოდა.
ნებენზას თქმით, რუსული მხარე ევროკომისიის ხელმძღვანელთან ჟან-კლოდ იუნკერთან, რომელიც პეტერბურგში იმყოფება, ამ საკითხს არ დააყენებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელი სანქციებს მალე თავად გააუქმებს.
„ჩვენ სანქციები არ დაგვიწესებია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები სანქციებს გააუქმებენ, უკეთესია ადრე, ვიდრე გვიან“, – განაცხადა ნებენზამ.
როგორც სარკოზიმ დღეს განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტთან, გამართულ შეხვედრაზე მან ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, რომ რუსეთის სანქციების გაუქმების მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადადგას და ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული კონტრსანქციები გააუქმოს.
სარკოზის მიაჩნია, რომ სანქციების გზით უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაციის მოგვარება და მინსკის შეთანხმებების შესრულება ვერ მოხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები