გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მწვანე კლიმატის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია მწვანე კლიმატის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს მწვანე კლიმატის ფონდის საბჭოს წევრმა თეიმურაზ მურღულიამ ფონდის ოპერირების ამჟამინდელ ეტაპზე მწვანე კლიმატის ფონდის რესურსების მაქსიმალური გამოყენების და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მეთოდები გააცნო. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც მწვანე კლიმატის ფონდის წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ ჩართულობის შესაძლო მიმართულებებზე ისაუბრეს, თავის მხრივ ქვეყნებმა გამოთქვეს მზაობა და სურვილი უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი როგორც საბჭოს შეხვედრებზე, ასევე დაფინანსებული პროექტების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები