ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ გრანდიოზულ ღონისძიებას დღეს წარმოადგენს

ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზულ ღონისძიებას წარმოადგენს. 15, 17 და 18 ივნისს შედგება ახალი სპექტაკლის პრემიერა, რომელსაც მთლიანად იტალიური სადადგმო ჯგუფი განახორციელებს ნინო სურგულაძის, ნინო ანანიაშვილისა და თბილისის ოპერის საბალეტო დასის მონაწილეობით.
დღეს პრემიერას იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი დაესწრება, სპექტაკლს კი მისი ვაჟი, კარლო პონტი უმცროსი უდირიჟორებს. სპეციალურად პროექტისათვის საქართველოში უკვე იმყოფებიან მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი მარკო განდინი და ლა სკალაში მოღვაწე ქორეოგრაფი ჯანლუკა სკიავორი.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოში პირველად ორი ნაწარმოები შესრულდება, ბალეტი და მონო ოპერა, ფრანცისკ პულენკის და ნინო როტას უნიკალური მუსიკა, რომელშიც მთავარ პარტიებს პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი და ნინო სურგულაძე შეასრულებენ. 15 ივნისის საქველმოქმედო საღამოდან შემოსულ თანხას ფონდი „ნატვრის ხე“ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას მოახმარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები