ხვალ აზერბაიჯანის “ADO თეატრი“ თბილისში გასტროლს იწყებს

16 ივნისს, 19:00 საათზე მოძრაობის თეატრი აზერბაიჯანის პირველ დამოუკიდებელი მიწისქვეშა თეატრის “ADO Theatre“ გასტროლს მასპინძლობს. დასმა საკუთარი რეპერტუარიდან ერთ- ერთი ყველაზე არაორდინალური სპექტაკლი „STOP“ შეარჩია, რომელიც გარდა იმისა, რომ ართობს მაყურებელს, ასევე გადმოსცემს მკვეთრ და ღრმა სათქმელს.
ეს არის წარმოდგენა, რომელმაც აზერბაიჯანში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სამყაროს ქაოტური უსამართლობა სპექტაკლში ბურლესკის ელემენტებითა და ტრაგიკული ბუფონადის აქცენტებით არის გადმოცემული. სპექტაკლის რეჟისორი ელმინ ბადალოვია, რომელმაც აზერბაიჯანში 2015 წლის 1 სექტემბერს პირველი დამოუკიდებელი თეატრი“ADO თეატრი“დაარსა. ამ თეატრის დაარსებით ელმინ ბადალოვმა აზერბაიჯანულ თეატრში ახალი სტილი და მხატვრული მიმართულება შექმნა. მათი უსიტყვო სპექტაკლები არღვევს კლასიკური, აკადემიური თეატრის სტერეოტიპებს და ზღვარს მაყურებელთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები