ევროსასამართლო: მერაბიშვილისთვის არ უნდა ყოფილიყო რთული, გაეგო წინასწარი დაკავების კანონიერი საფუძველი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ივანე მერაბიშვილისთვის, რომელიც ადვოკატების დახმარებით სარგებლობდა, არ უნდა ყოფილიყო რთული, გაეგო მისი წინასწარი დაკავების ლეგალური საფუძველი, – ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების მიხედვით, მერაბიშვილის დაკავება ეფუძნებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლს, რომლის მეორე პარაგრაფში მკაფიოდ მითითებულია, რომ დაკავების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს.
„სისხლის სამართლის სასამართლოებისთვს იყო ჩვეული პრაქტიკა დაკავების შესახებ გადაწყვეტილებებში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლზე დაყრდნობა და ბატონი მერაბიშვილის ადვოკატებს, როგორც კვალიფიციურ პროფესიონალ იურისტებს, ამგვარი სასამართლო პრაქტიკის შესახებ უნდა სცოდნოდათ“,-ნათქვამია განცხადებაში. ამავე განცხადების მიხედვით, სასამართლომ არ მიიჩნია, რომ ბატონი მერაბაშვილის წინასწარიდ დაკავების შესახებ სასამართლოს 2013 წლის 22 და 25 მაისის გადაწყვეტილებების საფუძველი, კერძოდ გაქცევის ან გამოძიებაში ჩარევის რისკი იყო ირაციონალური და არარელევანტური. „კერძოდ, არსებობდა რისკი, რომ ბატონი მერაბიშვილი შესაძლოა, ჩარეულიყო გამოძიებაში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ავტორიტეტის გამოყენებით და გავლენა მოეხდინა მოწმეებზე, რომლებიც ძირითადად ყოფილი ან მოქმედი საჯარო მოხეელები იყვნენ. რაც შეეხება გაქცევის რისკს, ეს უკავშირდებოდა იმას, რომ მერაბიშვილის მიერ რამდენიმე საერთაშორისო პასპორტის ქონა, საგამოძიებო ორგანოში მისი დაკითხვის დღეს მისი მეუღლის ქვეყნიდან ნაჩქარევი წასვლა და მის ბინაში დიდი ოდენობის ნაღდი ფულის აღმოჩენა, გასაფრენად მზადების ეჭვს აჩენდა“,-ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სასამართლომ დაასკვნა, რომ მერაბიშვილის გათავისუფლების თხოვნასთან დაკავშირებით, 2013 წლის 25 სექტემბერს სასამართლო განხილვა ზედაპირული იყო.
„აღსანიშნავია, რომ ბატონი მერაბიშვლის დაკავების გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით, წერილობითი გადაწყვეტილების გავრცელების ან ზეპირსიტყვიერად მიზეზების დასახლებების გარეშე, ეროვნულმა სასამართლომ ვერ შეძლო პატიმრობის გაგრძელების საფუძვლინობისთვის ახალი კონკრეტული ფაქტების დადგენა ან წინასწარი აღკვეთი ალტერნატიული ღონისძიებების განხილვა. შესაბამიდად, 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვტილებით დაირღვა კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პარაგრაფი“,-აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, მერაბიშვილის დაკავებს გადაწყვეტილება უნდა იყოს განხილული უფრო ფართო პოლიტიკურ კონტექსტში, მისი მაღალი პოლიტიკური პროფილის გათვალისწინებით.
„ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის უცხო ქვეყნების მაღალი დონის პოლიტიკური ლიდერები და საერათშორისო ორგანიზაციები, გამოხატავდნენ შეშფოთებას ბატონი მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის რეჟიმის მხრიდან ფარულ პოლიტიკურ დღის წესრიგად შესაძლო გამოყენების გამო. გარდა ზოგადი პოლიტიკური კონტექსტისა, სასამართლომ შეისწავლა საქმის კონკრეტული ფაქტები, კერძოდ კი, 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტი, როდესაც ბატონი მერაბიშვილი, მისი მონათხრობის მიხედვით, ღამით გაიყვანეს საკნიდან გენერალურ პროკურორთან და პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელთან შესახვედრად. ამიტომ სასამართლომ დაასკვნა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი დაკავება გამოიყენებოდა არა მხოლოდ მის მიერ თანამდებობაზე ყოფნის დროს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სხვა კანონდარღვევებთან დაავშირებით, არამედ ასევე გამოიყენებოდა როგორც დამატებითი შესაძლებლობა ბერკეტების მოსაპოვბელად სხვა საქმეების გამოძიებაში, კერძოდ ყოფილი პრემიერი-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად. დაკავების პერსპექტივა არ შეიძლება იყოს გამოყენებული ბრალდებულზე მორალურ ზეწოლად“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში.
წყარო: “პირველი”
ინგა is typing…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები