თენგიზ შარმანაშვილი – გახარიაზე: ჩორჩანას ეპიზოდი რომ ადრე თუ გვიან სამართლებრივად შეფასდებოდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი გიორგი გახარიას საქმეს აფასებს.

“გახარიამ თავიდანვე განაცხადა, რომ მთელ პასუხისმგებლობას ამ ოპერაციის ჩატარებაზე იღებს თვითონ, თუმცა მერე გადათქვა და რიგით პოლიციელებს გადააბრალა. რაც შეეხება ჩორჩანას – ჩორჩანას ეპიზოდი რომ ადრე თუ გვიან სამართლებრივად შეფასდებოდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, ასე უბრალოდ ვერავის ჩაუვლიდა მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის დაკარგვაზე პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, სამართალმა ამ საკითხშიც მიაკითხა მის ორგანიზატორს,” – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები