არჩილ გორდულაძე – ოპოზიციაზე: ეს ადამიანები ცდილობენ, ქართველი ხალხი დაისაჯოს და არ ჰქონდეს შესაძლებლობა ვიზალიბერალიზაციით სარგებლობის

“ოპოზიციის წევრები ცდილობენ, ქართველი ხალხი დაისაჯოს და არ ჰქონდეს შესაძლებლობა ვიზალიბერალიზაციით სარგებლობის,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

“კოლექტიური ნაცმოძრაობისგან” არაფერია გასაკვირი – დადასტურებულ ფაქტებად ვიცით, მათ შორის, მათივე წევრების წამოცდენებიდან, რომ ეს პიროვნებები დადიოდნენ და ითხოვდნენ, საერთოდ არ მიგვეღო ჩვენ ვიზალიბერალიზაცია. ამავდროულად, ვხედავთ, რომ ადამიანები ცდილობენ, ქართველი ხალხი დაისაჯოს და არ ჰქონდეს შესაძლებლობა, ვიზალიბერალიზაციით ისარგებლოს. ზუსტად ეს არის ის ფაქტები, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ადამიანები არიან უსამშობლოები და არ უყვართ თავიანთი ქვეყანა”, – აცხადებს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები