თენგიზ შარმანაშვილი: იმედს გამოვთქვამ, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილების დროს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ვერანაირ საფუძველს ვერ იპოვიან
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობას ეხმაურება.
„თამამად შემიძლია, განვაცხადო, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა მოხდეს, არ არსებობს. თუ რაღაც გამოგონილი ნარატივებით გააკეთებენ ამას, რაც სიახლე არ იქნება ჩვენთვის და ასეთი რამე გვინახავს კიდეც, გასაკვირი არ იქნება. მაგრამ იმედს გამოვთქვამ, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და სამართლებრივი გადაწყვეტილების დროს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ვერანაირ საფუძველს ვერ იპოვიან“, – განაცხადა შარმანაშვილმა.