არჩილ გორდულაძე – გახარიაზე: თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, შეუძლია, სასამართლოში იდავოს, თუ საქართველოში არ დააკმაყოფილებთ სასამართლოს გადაწყვეტილებები შეუძლიათ, სტრასბურგს მიმართონ
“თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, შეუძლია, სასამართლოში იდავოს, თუ საქართველოში არ დააკმაყოფილებთ სასამართლოს გადაწყვეტილებები შეუძლიათ, სტრასბურგს მიმართონ,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გიორგი გახარიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„საგამოძიებო სამსახურების შეფასება არის სამართლებრივი ნაწილი, რომელსაც ვნახავთ, ყველა. ამავე დროს, თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, შეუძლია, სასამართლოში იდავოს, თავისი სიმართლე დაამტკიცოს და თუ საქართველოში არ დააკმაყოფილებთ სასამართლოს გადაწყვეტილებები, შეუძლიათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ცალსახად ამართლებს როგორც საგამოძიებო სამსახურების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, ამავდროულად, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც“, – განაცხადა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.