კონკურსი – „რუსთაველი და შექსპირი ხვდებიან საქართველოში“ გრძელდება
ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, ხელოვნების სასახლე და წიგნის ეროვნული ცენტრი, ახალგაზრდა და ნიჭიერ ხელოვანებს უნიკალურ შანსს აძლევს. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, რუსთაველისა და შექსპირის შემოქმედებიდან აარჩიოს სასურველი აფორიზმი, დაასურათოს ან გააფოროს და გახდეს კონკურსის მონაწილე. გამარჯვებულ ნამუშევრებს თბილისის სამხატვრო აკადემია და საქართველოს ხელოვნების სასახლე 500-ლარიანი პრემიებით დააჯილდოვებს, გამორჩეული შემოქმედების ავტორს ბრიტანეთის საბჭო ინგლისური ენის შესწავლის ორ კურსს დაუფინანსებს, წიგნის ეროვნული ცენტრი კი საუკეთესო ნამუშევრების რეპროდუქციებს დაბეჭდავს და ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაავრცელებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 30 წლამდე ასაკის ხელოვანებს. ნამუშევრები ბარდება ხელოვნების სასახლეში სპეციალურად გამოყოფილ პიროვნებასთან, რომელიც შტრიხკოდებს დაადებს ნამუშევრებს. ანონიმურობის დაცვის მიზნით ნამუშევრების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 26 ივნისი, 16:00 სთ.
ნამუშევრებს შეაფასებს და 20 საუკეთესოს შეარჩევს სპეციალურად შერჩეული ჟიური; სექტემბერში შერჩეული 20 ნამუშევარი გამოიფინება ხელოვნების სასახლეში გამოფენის – ,,შექსპირი ქართულ ხელოვნებაში’’ ფარგლებში.