მიხეილ გიორგაძე ისრაელის თანამედროვე ქორეოგრაფიის დასის დადგმას დაესწრება

თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიური ფესტივალი გრძელდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, რუსთაველის თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ისრაელის თანამედროვე ქორეოგრაფიის დასის დადგმას „ვერტიგო 20“ დაესწრება. თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიურ ფესტივალი წელს პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, 12-14 ივნისს ტარდება და ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: თანამედროვე ცეკვასა და ექსპერიმენტულ ხელოვნებას.
ფესტივალი სისტემატურად ატარებს მასტერკლასებს ქორეოგრაფიასა და თანამედროვე ცეკვაში, დადგმების განსახორციელებლად იწვევს უცხოელ ქორეოგრაფებს საქართველოში, ხელს უწყობს ადგილობრივი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული დასების გასტროლებს მასპინძლობს. ფესტივალის თბილისში ჩატარების იდეა 2012 წელს გაჩნდა და ის საქართველოში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარებასა და შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები